ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი: მძულს სისტემა, ვისურვებდი სხვა ქვეყანაში ვიცხოვრო

Today Show

ბრიტნი სპირსმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც 13-წლიანი მეურვეობის დასრულების შემდეგ ცხოვრების პირველ გამოცდილებებზე ილაპარაკა.

"მინდა გულწრფელი ვიყო, ძალიან დიდხანს ველოდებოდი მეურვეობის დასრულებას. და ახლა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების, შეცდომის დაშვების მეშინია. ბედნიერი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მაშინებს. არაფრით დამიმსახურებია ის ცხოვრება, რომლითაც განვლილი 13 წელი ვცხოვრობდი. მძულს სისტემა, ვისურვებდი სხვა ქვეყანაში ვიცხოვრო. შობას ვზეიმობ, რატომ ასე ადრე? რატომაც არა? რაც მეტი რამ გახარებას ცხოვრებაში, მით უკეთესი. იმ საქმეს აღარ ვაკეთებ, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, სწორედ ამიტომ ჩემთვის ყველაფერი ახალი და დამაბნეველია. ღმერთმა დაგლოცოთ". – წერს მომღერალი Instagram-ზე. 

27 წლის ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა 2008 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას დღემდე მამა განაგებს. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპშემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა წელს სცადა. არც ერთი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოების და მედიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამ სიტყვებით მიმართა ბრიტნი სპირსმა სასამართლოს, რომელმაც საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ჯეიმი სპირსის თქმით მას და მისი ოჯახის წევრებს თაყვანისმცემლები რეგულარულად ემუქრებოდნენ. 

2021 წლის 8 სექტემბერს მეურვეობის დასრულების მოთხოვნით საბუთები სასამართლოში თავად ჯეიმი სპირსმა შეიტანა.

ბრიტნი სპირსის მეურვეობის შესახებ ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. Framing Britney Spears წლის დასაწყისში გამოვიდა, ფილმმა საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. იქამდე მომღერლის უუფლებობაზე მხოლოდ ერთგული თაყვანისმცემლების მცირე ნაწილი აპროტესტებდა. 28 სექტემბერს Netflix-მა კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი, Britney vs Spears გამოუშვა.

კომენტარები