Covid 19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 385 ტესტი და დადასტურდა 2 479 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 374 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.76%, ბოლო 7 დღის 9.07%, ხოლო ბოლო 14 დღის - 8.47%.
ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან თბილისში 869 გამოვლინდა, აჭარაში - 117, იმერეთში – 474, ქვემო ქართლში – 128, შიდა ქართლში – 132, გურიაში – 50, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 220, კახეთში – 396, მცხეთა-მთიანეთში – 35, სამცხე-ჯავახეთში – 40, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 422.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 664 813 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 614 855 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 510.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.





