დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის პოლიცია: პარლამენტარ დევიდ ამესის მკვლელობა ტერორიზმი იყო

დევიდ ამესი
BBC/REX

დიდი ბრიტანეთის პოლიცია კონსევრატორი პარლამენტარის დევიდ ამესის მკვლელობას ტერორიზმის კლასიფიკაცია მიანიჭა. ამესი ესექსში, ეკლესიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს უცნობმა მამაკაცმა დაჭრა.

"სასიკვდილი თავდასხმა ტერორისტულ ინციდენტად გამოცხადდა, გამოძიებას კონტრტერორიზმის პოლიცია გაუძღვება. წინასწარმა გამოძიება გამოავლინა შესაძლო კავშირი ისლამურ ექსტრემიზმთან" – თქვა პოლიციამ.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე 25 წლის კაცი დააკავეს, ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. პოლიციის თანახმად, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, მაგრამ მკვლელობის გარემოებების გამოძიება კვლავ გრძელდება. BBC-ს სამთავრობო წყაროს თანახმად, დაკავებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, რომელიც წარმოშობით სომალიდანაა.

69 წლის დევიდ ემესი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი 1983 წლიდან იყო. როგორც BBC აღნიშნავს, 40 წლიანი საპარლამენტო საქმიანობის მანძილზე ის აქტიურად გამოდიოდა აბორტების წინააღმდეგ და ცხოველთა უფლებების მხარდაჭერისთვის.

ემესის მკვლელობა ბოლო 5 წელში ბრიტანელი პარლაემნტარის მეორე მკვლელობაა. 2016 წელს ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ ქალაქ ბერსტოლში ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი 41 წლის ჯო კოკსი მოკლეს.

კომენტარები