კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 837 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.79%-ია

Covid 19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 49 386 ტესტი და დადასტურდა  4 837 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 586 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.79%, ბოლო 7 დღის 8.52%, ხოლო ბოლო 14 დღის - 6.95%.

ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 379 გამოვლინდა, აჭარაში - 171, იმერეთში – 1 028, ქვემო ქართლში – 257, შიდა ქართლში – 298, გურიაში – 143, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 444, კახეთში –  889, მცხეთა-მთიანეთში – 80, სამცხე-ჯავახეთში – 96, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 52.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა  30 256, საიდანაც 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 803 - კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 24 687 პირი - ბინაზე. 

მძიმე პაციენტია 1 053 ადამიანი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 250 პაციენტი იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 645 195 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 605 581 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 332.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

რედაქტირება

კომენტარები