მარტო სახლში

კევინი აქ არ არის, გაიცანით მაქსი – მარტო სახლშის ტრეილერი გამოვიდა

Disney-მ მარტო სახლშის ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

Home Sweet Home Alone ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლის მთავარი გმირი 10 წლის მაქს მერსერია, მისი ოჯახი იაპონიაში მიემგზავრება, მარტო დარჩენილი მოზარდი სახლს მძარცველებისგან იცავს.

მომავალი კომედიის რეჟისორია დენ მაზერი, მთავარ როლს კურდღელი ჯოჯოს მსახიობი არჩი იეიტსი ასრულებს. ძველ როლს დაუბრუნდა დევინ რეტრეი, მისი პერსონაჟია კევინ მაკკალისტერის უფროსი ძმა, ბაზი. ახალი ნაწილი ამავდროულად რებუთიც არის.

პირველი მარტო სახლში, რომელშიც მთავარ როლს მაკოლეი კალკინი ასრულებს 1990 წელს გამოვიდა და მალევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საახალწლო ფილმი გახდა. კალკინი კევინ მაკკალისტერის როლს მოგვიანებით მეორე ნაწილში დაუბრუნდა. ფრენჩაიზს სხვადასხვა დროს კიდევ სამი ფილმი შეემატა, არც ერთი მათგანი წარმატებული არ აღმოჩნდა. 

 

კომენტარები