მარტო სახლში

მარტო სახლშის მსახიობს, დევინ რეტრეის, მეგობარი ქალი ძალადობაში ადანაშაულებს

Deadline

მარტო სახლშის მსახიობს დევინ რეტრეის მეგობარი ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. 

გამოცემა TMZ-ის ცნობით რეტრეი თავის მეგობარ ქალთან ერთად ოკლაჰომა სითის სასტუმრო Hyatt-ში იმყოფებოდა. ჩხუბის ხმით შეწუხებულმა სასტუმროს ბინადრებმა პოლიციას გამოუძახეს. ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა ძალადობის კვალს ვერ მიაკვლიეს, იმ დროისთვის ქალი სხვა ნომერში იყო გადაბარგებული.

მოგვიანებით მეგობარი ქალი პოლიციაში გამოცხადდა და მსახიობი ძალადობაში დაადანაშაულა. დაზარალებულის თქმით რეტრეიმ მისი დახრჩობა სცადა. ასევე რამდენჯერმე პირზე აუფარა ხელი. როდესაც ჩხუბის დროს ქალმა მეგობარ კაცს ხელზე უკბინა, გაბრაზებულმა მსახიობმა შეყვარებულს საპასუხოდ მთელი ძალით სახეში დაარტყა. 

დევინ რეტრეი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი მარტო სახლის ორ ნაწილში ბაზ მაკკალისტერის როლით გაითქვა. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში: Nebraska, Law & Order, Louie. რეტრეი ერთადერთი მსახიობია ორიგინალი ფილმებიდან, რომელმაც ფრენჩაიზის ახალ, 2021 წელს გადაღებულ ნაწილში ითამაშა. 

ამ ეტაპზე რეტრეის მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

კომენტარები