მარტო სახლში

ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მარტო სახლშის მსახიობი თავდებით გათავისუფლდა

Befunky

ოკლაჰომა სითის სამართალდამცველებმა ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მსახიობი დევინ რეტრეი დააკავა. მოგვიანებით რეტრეი თავდებით გაათავისუფლეს, მიმდინარეობს გამოძიება.

პოლიციის თქმით ეჭვმიტანილს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ დროისთვის დევინ რეტრეი თავდებით არის გათავისუფლებული, გირაოს ოდენობა $25 000-ს შეადგენს.

დეკემბრის დასაწყისში რეტრეი თავის მეგობარ ქალთან ერთად ოკლაჰომა სითის სასტუმრო Hyatt-ში იმყოფებოდა. ჩხუბის ხმით შეწუხებულმა სასტუმროს ბინადრებმა პოლიციას გამოუძახეს. ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა ძალადობის კვალს ვერ მიაკვლიეს, იმ დროისთვის ქალი სხვა ნომერში იყო გადაბარგებული.

მოგვიანებით მეგობარი ქალი პოლიციაში გამოცხადდა და მსახიობი ძალადობაში დაადანაშაულა. დაზარალებულის თქმით რეტრეიმ მისი დახრჩობა სცადა. ასევე რამდენჯერმე პირზე აუფარა ხელი. როდესაც ჩხუბის დროს ქალმა მეგობარ კაცს ხელზე უკბინა, გაბრაზებულმა მსახიობმა შეყვარებულს საპასუხოდ მთელი ძალით სახეში დაარტყა. 

მეგობარი ქალის თქმით რეტრეი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. რეტრეიმ საღამოს გამავლობაში ერთი ბოთლი ღვინო და ათამდე ჭიქა სხვადასხვა მაგარი სასამელი დალია.

"დაზარალებულს სუნთქვა უჭირდა და ყელზე მოხრჩობის კვალი ეტყობოდა". – წერია ადგილზე მისული ექიმის მოხსენებაში.

დევინ რეტრეი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი მარტო სახლის ორ ნაწილში ბაზ მაკკალისტერის როლით გაითქვა. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში: Nebraska, Law & Order, Louie. რეტრეი ერთადერთი მსახიობია ორიგინალი ფილმებიდან, რომელმაც ფრენჩაიზის ახალ, 2021 წელს გადაღებულ ნაწილში ითამაშა. 

წყარო: Fox News

კომენტარები