არჩევნები 2021

დონაძე: სასამართლომ ევროპული საქართველოს საჩივარი ისანში 2 უბნის გახსნაზე არ დააკმაყოფილა

ბესიკ დონაძე
IPN

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისანში 2 უბნის გახსნის შესახებ ევროპული საქართველოს საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

პარტიის წევრის და ისანში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატის, ბესიკ დონაძის თქმით, მე-16 და 26-ე უბნების გახსნაზე საჩივარი არც საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა და არც სასამართლოს პირველმა ინსტანციამ.

"როგორც ყოველთვის სასამართლომ ევროპული საქართველოს საჩივარი არ დააკმაყოფილა, გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და უარი თქვა უბნების გახსნაზე, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიები რა შედეგებსაც დაწერენ დაადასტურებს სასამართლო, უბნები არ გაიხსნება და შესაბამისად დარჩება ის შედეგი რა შედეგიც არის დღეს".- ამბობს დონაძე. 

ევროპული საქართველო სასამართლოს გადაწყვეტილების მეორე ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. 

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

 

კომენტარები