კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ბათუმელებს. ვლოცულობ, რომ არ იყოს მსხვერპლი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურადაა მოქმედება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო. აუცილებელია ობიექტური გამოძიება. პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, ვინ არის დამნაშავე. ასევე, შესაჩერებელია ყველა მსგავსი საეჭვო მშენებლობა და სამშენებლო ნებართვა, სანამ ნამდვილი პროფესიონალები არ დადებენ ობიექტურ დასკვნას. ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი.
tbl.ge/5pv5
დაკოპირდა

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი, მათგან 2 სამაშველო სამსახურებთან კონტაქტზე გამოდის. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ბავშვი ამოიყვანეს.
ამავე თემაზე
- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს დანით ჭრილობები მიაყენა - შსს-მ 1 პირი დააკავა
- შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავა
- შსს-მ ბათუმში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
- შსს: ბათუმში 4 პირი 2 ადამიანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დავაკავეთ
- ბათუმში მატარებელმა მოზარდს ფეხზე გადაუარა




