მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მაჭარაშვილი: სააკაშვილი აინტერესებს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და თაკო ჩარკვიანს

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს აქტუალური იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე, რაც დიდხანს არ გაგრძელდება, გარწმუნებთ, რაც გამომდინარეობს იქიდან რომ პოლიტიკური პროცესები უკვე დასტაბილურდა ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას, აღარც ამერიკას და არც შიდა საზოგადოებას არ აინტერესებს. აინტერესებს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და თაკო ჩარკვიანს. ეს მათი საქმეა, მათი უფლებაა და მთავარი ისაა რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს და არ შეიძლება მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ორმაგი სტანდარტები არსებობდეს. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. 

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო.

კომენტარები