არჩევნები 2021

ბოკერია: ბევრ ოლქში მოირყა ივანიშვილის რეჟიმი, გვაქვს შანსი, დაკარგონ მერობის პოზიციაც

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმდჯომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბევრ ოლქში, მათ შორის დიდ ქალაქებში, ივანიშვილის რეჟიმი მოირყა. 

ამის შესახებ ბოკერიამ TV პირველის ეთერში თქვა. 

"მეორე ტურებში არ დგას საკითხი რომელიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერის, აქ დგას საკითხი ივანიშვილის რეჟიმის მორყევის. ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპატიებისა და ჩვენი ქვეყნისთვის იმ შანსის გამოყენების, რასაც ჩვენი ისტორიული მისია ჰქვია, დაახლოების იმ ამოცანასთან, რასაც ქვია ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება მშვიდობიანად ძალაუფლებიდან". - ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურში, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, არის შანსი, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა დაკარგონ მერობის პოზიციებიც. 

ჩვენ პირველ ტურში ეს ამოცანა და ეს შედეგი ვერ დავაყენეთ ყველამ ერთად, ოპოზიციას ვგულისხმობ პირველ რიგში, ჩვენს გუნდს და მთელ საზოგადოებას, მაგრამ რაც მოხდა ბევრ ოლქში და მათ შორის დიდ ქალაქებში მოხდა მორყევა ამ რეჟიმის, საკრებულოების კონტროლს კარგავენ, ან უკვე დაკარგეს და არის შანსი მაღალი აქტიურობის შემთხვევაში, რომ დაკარგონ მერობის პოზიციაც. ყველა ადგილი სადაც მარცხს იწვევს ივანიშვილის რეჟიმი არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ საფრთხის გასანეიტრალებლად, რასაც ეს ხელისუფლება და ეს კაცი  და მისი გარემოცვა ქვია". - ამბობს ბოკერია. 

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები