აშშ-რუსეთი

ამერიკელი სენატორები ბაიდენს აშშ-დან 300 რუსი დიპლომატის გაძევებას სთხოვენ

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორები, სთხოვენ 300 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას, თუ მოსკოვი ამერიკელი დიპლომატებისთვის ვიზებს კვლავ არ მისცემს. 

რუსი დიპლომატების გათავისუფლების შეთავაზება წამოაყენეს სენატის საგარეო ურთიერთობებისა და დაზვერვის კომიტეტების ლიდერებმა, დემოკრატებმა: ბობ მენენდეზმა და მარკ ვარნერმა, ასევე რესპუბლიკელებმა: ჯიმ რიშმა და მარკო რუბიომ. 

2021 წლის აგვისტოში მოსკოვმა აშშ-ს საელჩოს აუკრძალა რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების თანამშრომლებად აყვანა, დარაჯების სამსახურის გარდა. შესაბამისად, ამერიკის საელჩოს მისიას მოსკოვში 182 თანამშრომლისა და ათობით კონტრაქტორის გათავისუფლება მოუწია. მოსკოვში ახლა მხოლოდ ასიოდე ამერიკელი დიპლომატია, როდესაც ვაშინგტონში 400-მდე რუსი დიპლომატი მუშაობს.

"დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ესეთი არაპროპორციულობა მიუღებელია. შესაბამისად, რუსეთმა უნდა გასცეს იმდენი ვიზა, რომ რუსეთში მომუშავე ამერიკელი დიპლომატებისა და ამერიკაში მომუშავე რუსი დიპლომატების რიცხვი გათანაბრდეს", – წერია სენატორების საერთო მიმართვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 300 რუსი დიპლომატის გაძევებას ითხოვენ.

კომენტარები