კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 410 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.9%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 918 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 516 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 6.9%-ია, ბოლო 7 დღის - 5.31%, ბოლო 14 დღის კი - 5.53%. 

2 410 ახალი შემთხვევიდან თბილისში  700 დადასტურდა, აჭარაში - 113, იმერეთში - 479, ქვემო ქართლში - 151, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 270, კახეთში - 374, მცხეთა-მთიანეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 47, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.  

6 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 623 830 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 134 გარდაიცვალა, 549 669 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსის 20 001 აქტიური შემთხვევაა. 

965 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 341 მკურნალობს, აჭარაში - 96, იმერეთში - 291. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  255 პაციენტია,  მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 26, იმერეთში - 28.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები