არჩევნები 2021

"200-ზე მეტ უბანზე შევიტანეთ გადათვლის მოთხოვნა" – ხოშტარია საარჩევნო დარღვევებზე

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, აღმოჩენილი საარჩევნო დარღვევების გამო 200-ზე მეტ უბანზე ხმების გადათვლის მოთხოვნა შეიტანეს. ხოშტარიამ 2 ოქტომბრის არჩევნებზე სავარაუდოდ დარღვევების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, მოთხოვნები რადიკალურად შეცვლის არჩევნების შედეგების სურათს.

"მთავარი დასკვნა, რაც ჩვენ გამოვიტანეთ, არის ის, რომ თბილისის საკრებულო, რომელიც დღეს ტექნიკურად, ოცნების გაფორმებით, 2 ხმით უპირატესობა აქვს ქართულ ოცნებას, რეალურად ეკუთვნის ოპოზიციას. თბილისის ამომრჩეველმა საკრებულოში. აირჩია ოპოზიცია სწორედ იმიტომ, რომ ეს რეალობა დაემახინჯებინათ, ქართულმა ოცნებამ მიიტაცა, როგორც მინიმუმ, ის 2 ადგილი და იმდენი პროცენტი, რამდენიც აუცილებელი იყო ამ შედეგის შესაბრუნებლად". – თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, თბილისის პროპორციულ ნაწილში ბიულეტენების 40%-ში დისბალანსია.

"დისბალანსი ნიშნავს, რომ იქ, რაღაც გააყალბეს და შემდეგ ქაღალდზე ვეღარ დააჯამეს ბიულეტენები და არჩევნებზე მისული ადამიანები. მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს, რომ უტყუარად ჩაყრილია ბიულეტენები. საკამათოც არ არის, რამდენად სწრაფად უნდა გაუქმდეს უბანი, რომელზეც არის მეტობა.

ნაკლებობა არის 272 უბანზე, რაც ნიშნავს სომხური კარუსელის უტყუარ მაჩვენებელს, რაც ასევე უმატებს მათ გარკვეულ პროცენტს. ასევე ჩვენ გვაქვს 15 026 ბათილი ბიულეტენი პროპორციულ ნაწილში". – თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ ასევე ისაუბრა ხელით ჩასწორებულ საარჩევნო ოქმებზე, რაც ასევე გადათვლის საფუძველია. მისივე თქმით, ისინი მე-2 უბანზე რეგისტრირებული იყო 1 719 ამომრჩეველი, უბანზე კი 1 752 პირი მივიდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები