ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი: ორი საათი ვტიროდი იმიტომ, რომ საუკეთესო თაყვანისმცემლები მყავს

CNN

30 სექტემბერს ბრიტნი სპირსი მამის 13-წლიანი მეურვეობისგან გათავისუფლდა. მომღერალმა მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლების მიერ წამოწყებულ კამპანიას #FreeBritney, რომელიც წლების განმავლობაში მეურვეობის დასრულებას.

"სიტყვებს თავს ვერ უყრი... თქვენი უდრეკად ითხოვდით ჩემს გათავისუფლებას... ჩემი ცხოვრება ახლა სწორ კალაპოტში მიედინება. გუშინ ღამე ორი საათი ვტირიდო იმიტომ, რომ საუკეთესო თაყვანისმცემლები მყავს". – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

27 წლის ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა 2008 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას დღემდე მამა განაგებს. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპშემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა წელს სცადა. არც ერთი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოების და მედიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამ სიტყვებით მიმართა ბრიტნი სპირსმა სასამართლოს, რომელმაც საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ჯეიმი სპირსის თქმით მას და მისი ოჯახის წევრებს თაყვანისმცემლები რეგულარულად ემუქრებოდნენ. 

2021 წლის 8 სექტემბერს მეურვეობის დასრულების მოთხოვნით საბუთები სასამართლოში თავად ჯეიმი სპირსმა შეიტანა.

ბრიტნი სპირსის მეურვეობის შესახებ ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. Framing Britney Spears წლის დასაწყისში გამოვიდა, ფილმმა საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. იქამდე მომღერლის უუფლებობაზე მხოლოდ ერთგული თაყვანისმცემლების მცირე ნაწილი აპროტესტებდა. 28 სექტემბერს Netflix-მა კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი, Britney vs Spears გამოუშვა.

კომენტარები