არჩევნები 2021

წულუკიანი: გახარიამ არაერთ ქალაქში, საკუთარ პარტიაზე წარმატებით იძია შური

თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, სწორედ გახარიაა. მან არაერთ ქალაქში, პირველ რიგში, ზუგდიდში, ასევე, სხვაგან, საკუთარ პარტიაზე წარმატებით იძია შური. მან დაამტკიცა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით - ის პოლიტიკურ ასპარეზზე ქართული ოცნებისთვის  ხმების წასართმევად და ჩვენთვის ზიანის მოსაყენებლად გამოვიდა

ადამიანურად, მისი ქმედება დასანანია. ვფიქრობ, რომ ყველა მის ამომრჩეველს, რომელთა უმრავლესობაც ქართული ოცნების ამომრჩეველია, ვუთხრა, რომ იმედი მაქვს, ამ შედეგმა თქვენ თვალი აგიხილათ. იმედი მაქვს, ნახეთ, რომ მან ბოლომდე იასპარეზა ქართულ ოცნებაზე შურის საძიებლად. რა მიზეზით ჰქონდა შურისძიების მიზანი, ეს მან თავადვე უნდა აუხსნას ამომრჩეველს. საინტერესოა, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს გახარია საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში. ალბათ, ნაციონალური მოძრაობის. 

ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

კომენტარები