რუსეთი

რუსეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ვლადიმირ პუტინი
The Guardian

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის საელჩოში მოღვაწე ჩრდილოეთ მაკედონიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

პერსონა ნონ გრატად, ანუ არასასურველ პირად გამოცხადება დიპლომატიური ჟესტია, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ პნგ-დ გამოცხადებული დიპლომატის ყოფნა მასპინძელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ არის სასურველი და მისმა წარმგზავნმა სახელმწიფომ ასეთი პირი დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს უკან. 

"4 ოქტომბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებული, ოლივერა ჩაუშევსკა-დიმოვსკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა გადაეცათ სამინისტროს შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოსკოვში ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა". – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროს განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიის საპასუხო ქმედებაა, რომელიც სკოპიეში რუსეთის საელჩოს დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას უკავშირდება. 

"ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ქმედებას ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ სკოპიეში რუსეთის საელჩოს დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით".

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რუსი სამხედრო ატაშეს მოადგილის ნონ გრატად გამოცხადების მიზეზი მისი "შეუსაბამო" დიპლომატიური საქმიანობა იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციით დადგენილ ნორმებს. 

კომენტარები