ემილი რატაკოვსკი

ემილი რატაკოვსკი რობინ თიქს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

New York Post

ემილი რატაკოვსკის თქმით კლიპ Blurred Lines-ის გადაღებისას მასზე სექსუალურად იძალადა მომღერალმა რობინ თიქმა. 

"თიქი გადასაღებ მოედანზე მთვრალი მოვიდა. მოულოდნელად შიშველ მკერდზე ვიღაც ორი ხელით შემეხო, მივტრიალდი, ჩემს უკან რობინ თიქი იდგა. თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი". – იხსენებს სუპერმოდელი.

ვიდეოკლიპის რეჟისორმა დიან მარტელმა რატაკოვსკის სიტყვები დაადასტურა. მარტელის თქმით თიქმა საქციელისთვის ბოდიშიც მოიხადა. 

2014 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი Blurred Lines რობინ თიქის, ფარელ უილიამსის და რეპერის T.I. ერთობლივი ნამუშევარია. სიმღერის ტექსტმა და მასზე გადაღებულმა კლიპმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაყურებელთა დიდმა ნაწილმა ვიდეოში ტოქსიკური მასკულინობისა და სექსიზმის შემცველი მესიჯები დაინახა. მოგვიანებით ფარელ უილიამსმა ტექსტისთვის ბოდიში მოიხადა. რობინ თიქმა სიმღერა დაიცვა და BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კრიტიკოსებმი არსს "ვერ ჩაწდვნენ".

ამ დრომდე მომღერალს რატაკოვსკის ბრალდებაზე პასუხი არ გაუცია.

კომენტარები