არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: სააკაშვილის დაკავებისას განიხილავდნენ ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას

შიდა ინფორმაციები რაც გვაქვს, მათ შორის, ჩვენს სპეცსამსახურებს, მოკლედ ვეტყვი ჩვენს მოსახლეობას, თუ რაოდენ ბინძურ პროვოკაციაზე იყო და არის წამსვლელი ეს კაცი. კულმინაციის დროს, ალბათ, მაქსიმუმ 10 000 კაცის მობილიზებას შეძლებდნენ. ბუნებრივია, პოლიციას მოუწევდა მისი დაკავება, მათ შორის, სპეცსაშუალების გამოყენებაც მოგვიწევდა და ამ დროს ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდნენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას. შიდა ინფორმაციაა, მათი ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ ბოლომდე მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია, სრულად დავკარგავდით ამ შემთხვევაში ლეგიტიმურობას. უცხოეთში აჩვენებდნენ, რომ ნახეთ, პირდაპირ ხოცავენ ოპოზიციის ლიდერებს. რეალურად, მაშინ მოითხოვდნენ არა სააკაშვილის დაკავებას, არამედ მთავრობის გადადგომას, ახალი არჩევნების დანიშვნას.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში.

კომენტარები