არჩევნები 2021

OSCE: დაშინების ცნობები შეშფოთების საფუძველს ქმნის "დასჯის შიშის გარეშე" ხმის მიცემაზე

დამკვირვებლების შეფასებით კამპანია წყნარი იყო კონკურენტული და კანდიდატების ჰქონდათ სხვადასხვა პოზიციები. კამპანია ყველაზე აქტიური იყო მედიასა და ინტერნეტში. 

"საარჩევნო პროცესი ზოგადად მშვიდად წარიმართა, თუმცა ცალკეულ პირებს შორის ძალადობისა და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები ისევე, როგორც სოციალური ქსელებით გავრცელებული აგრესიული რიტორიკა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გამძაფრდა." - ნათქვამია ანგარიში.

დამკვირვებლების შეფასებით ოპოზიციის და მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებული არაკეთილსინდისიერი ქცევაზე ბრალდებები და არჩევნებზე როგორც რეფერენდუმზე ფოკუსირებამ დაჩრდილა ადგილობრივი პრობლემები. 

ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ კანონით აკრძალულია სოციალური და ეკონომიკური პროგრამების დაწყება არჩევნების დანიშვნის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის თქმით, ახალი პროექტები არჩევნების დანიშვნამდე იყო დაწყებული, მთავრობის მიერ რამდენიმე ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ შეესაბამება კანონის სულისკვეთებას და საარჩევნო კამპანიაში თანამდებობის მაღალი პირების ჩართულობა მმართველ პარტიას აძლევს უპირატესობას.

"გამოითქვა ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის შესახებ, რაც ეწიმააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს და შეშფოთების საფუძველს ქმნის ამომრჩეველთა შესაძლებლობის მიმართ ისარგებლონ ხმის მიცემის უფლებით "დასჯის შიშის გარეშე." - ნათქვამია ანგარიშში.

ეუთო/ოდირის შეფასების მთლიან ანაგრიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები