არჩევნები 2021

ODIHR: ქვედა დონეზე კომისიები ვერ სარგებლობდნენ მიუკერძოებლობის საერთო ნდობით

ტაბულა

OSCE/ODIHR-ი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ დამკვირვებელთა დაკსვნას აქვეყნებს.

"2 ოქტომბრის არჩევნები, ზოგადად, კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა გაიმართა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისა და დამახასიათებელი გაზრდილი პოლარიზაციის ფონზე", – ასე იწყება ეუთოს დასკვნა.

დასკვნის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესის ტექნიკურ მხარეებთან ეფექტური გამკლავება შეძლო. ასევე, ეუთო ცესკოს ზედა დონეს ნდობით უყურებს, თუმცა უფრო მეტი უნდობლობით ფასდება ქვედა დონე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნებთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო.

"ცესკო სარგებლობდა სხვადასხვა ხარისხის ნდობით, თუმცა მისმა ახალმა, პლურალურმა შემადგენლობამ სხდომებზე დისკუსიების რაოდენობა გაზარდა. ქვედა დონეზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევასა და დანიშვნასთან დაკავშირებული კონტროვერსიების გამო, კომისიები ვერ სარგებლობდნენ მიუკერძოებლობის საერთო ნდობით", – ნათქვამია შეფასებაში.

ასევე, დასკნის შეფასებით, ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ნაწილობრივ იყო გათვალისწინებული და მათ ნაწილს ყურადღება არ მიქცევია.

"თუმცა, სხვები [რეკომედნაციები] უყურადღებოდ რჩება, ხმის მიცემის უფლებების ლიმიტაციასთან, საარჩევნო უთანხმოებების გადაჭრასთან და სახელმწიფო რესურსების სხვა,  არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები", – ნათქვამია დასკვნაში.

კომენტარები