ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 3 743 უბნიდან დათვლილი აქვს 3 740 უბნის მონაცემები, რაც 99.92%-ს შეადგენს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განადაწილდა:
- ქართული ოცნება - 46.65%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%;
- გახარია-საქართველოსთვის - 7.79%
- ლელო - 2.71%
- ევროპული საქართველო - 1.66%;
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.46%
- ლეიბორისტული პარტია - 1.38%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 1.34%
- გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.44%
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021