არჩევნები 2021

კალაძე: ვფიქრობდი, პირველივე ტურში გავიმარჯვებდი, თუმცა, ბოლო დღეებში ბევრი რაღაც შეიცვალა

გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ამის ყველა წინაპირობა არსებობდა, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რაღაც შეიცვალა – პოლიტიკური მოვლენები. ახლა არ დავიწყებ ამის ახსნას, მთავარია სწორი ანალიზის გაკეთება, მომზადება მეოპრე ტურისთვის და წინ გამარჯვება.

ამბობს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი, კახა კალაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, დედქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები