არჩევნები 2021

კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება თბილისშიც გახდა საჭირო

ქართული ოცნების კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში, მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში, ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისში, თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს.

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის საერთო კანდიდატს თბილისში, ნიკა მელიას აქვს ხმების  – 34.1%, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს  – 45.31%. მესამე ადგილზე არის პარტია საქართველოსთვის კანდიდატი, გიორგი გახარია  – 9.03%-ით.

5-ვე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება – კიდევ სად იქნება მეორე ტური?

კომენტარები