არჩევნები 2021

მდინარაძე: არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური, ეს არ იქნება 2-3, თუმცა არც 30

არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური, ეს არ იქნება ნახევარი რაიონების, თუმცა ეს შეიძლება იყოს 10-15, ზუსტი მონაცემები, მაგრამ ეს არ იქნება 2 და 3, თუმცა არც 30 პირობითაც, მაგრამ იქნება ნამდვილად რაიონები. გამოვრიცხავ ოპოზიციის ეჭვს, რომ ვიღაცა რაღაცას შეიძლება ძალით არ ამბობდეს და არასწორ ინფორმაციას აწვდიდეს საზოგადოებას. აქვე გიდასტურებთ, რომ რამდენიმე მეორე ტური იქნება, ეს შეიძლება 10-ზე მეტიც იყო, მაგრამ არ იქნება, ჩემი აზრით, 20-ზე მეტი. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ.

Edison Research-ის და Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში მეორე ტური იქნება. Gorbi-ს ეგზიტპოლით კი, კახა კალაძეს 51.3% აქვს. ქართული ოცნების შტაბში TV იმედის დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამარჯვება იზეიმეს, კახა კალაძემ ამომრჩეველს მადლობაც გადაუხადა.

კომენტარები