არჩევნები 2021

კობახიძე: ეგზიტპოლის ცდომილებიდან გამომდინარე, თბილისში შესაძლებელია II ტური

[თბილისის მერის არჩევნებზე] გორბის ეგზიტპოლის გამოცხადებული შედეგი იყო 51.3%, რაც ორ რამეზე მიანიშნებს. ერთი, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები თბილისში, რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, ეგზიტპოლის ცდომილება არის დაახლოებით 3%, აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას, შესაძლებელია ასეც და ისეც, უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას და ამის საფუძველზე გვეცოდინება საბოლოო სურათი, დღესვე იქნება ეს ცნობილი, შეიძლება, უახლოეს ორ საათში, ეს არის შესაძლებელი გამომდინარე ცდომილებიდან, რომელიც აქვს ეგზიტპოლს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვაზე, ნაადრევად ხომ არ იზეიმეს გამარჯვება. Edison Research-ის და Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში მეორე ტური იქნება. Gorbi-ს ეგზიტპოლით კი, კახა კალაძეს 51.3% აქვს. ქართული ოცნების შტაბში TV იმედის დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამარჯვება იზეიმეს, კახა კალაძემ ამომრჩეველს მადლობაც გადაუხადა.

კომენტარები