არჩევნები 2021

მელია: თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოცნებამ პირწმინდად წააგო დედაქალაქში

ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის ამ ქვეყნის მომავლისაკენ საკეთილდღეოდ. ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ პირწმინდად წააგო დედაქალაქი - თბილისი და საკრებულო იქნება უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციური და დაინახეთ შედეგები მერის ნაწილში, აქ რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე თბილისის მუნიციპალიტეტში. 

ახლა მთავარია თითოეული ხმა დავიცვათ, რომ არ მივცეთ საშუალება მანიპულაციებისა, ყველგან არამხოლოდ თბილისში.

ამბობს ნიკა მელია.

კომენტარები