არჩევნები 2021

მელია: თბილისი ოცნებამ წააგო დიდი სხვაობით, რეფერენდუმის ნაწილშიც დრამატულად აგებენ

დანამდვილებით შემიძლია უკვე გითხრათ, რომ თბილისი ქართულმა ოცნებამ წააგო, წააგო - დიდი სხვაობით, აგებს ბატონი კალაძეც თბილისს, თბილისის მერობის ნაწილშიც და პარტიულ ნაწილშიც ჯამურად ოპოზიცია მნიშვნელოვნად უგებს, საკრებულო თავიდან ბოლომდე აქვს წაგებული, უმრავლესობით მოდის თბილისში მმართველობაში ოპოზიცია და თბილისის მერობის ნაწილშიც ვიმარჯვებთ. 

ვინც არ მისულხართ არჩევნებზე მივიდეთ. ყველა ჩვენს მეგობარს, ოჯახის წევრს, ნათესავს, დავურეკოთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ანუ გამარჯვებამდე. პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე და თავის გასამხნევებლად არ ვახორციელებ ამ ჩართვას. მონაცემებზე დაყრდნობით გეუბნებით, თბილისი ქართულმა ოცნებამ წააგო, რეფერენდუმის ნაწილში ჯამურად მნიშვნელოვნად, დრამატულად აგებენ და აგებენ თბილისის მერის ნაწილშიც. 

ამბობს ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები