ლარის კურსი

Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა

დღეს, 2 ოქტომბერს Bloomberg-ის სავაჭრო სავალუტო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3.15 ლარი შეადგინა. 

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 1.56 თეთრით გაუფასურდა და ქვეყანაში მოქმედი ოფიციალური გაცვილითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ 3.134 ლარით განისაზღვრა. 

დღევანდელი დღის ბოლოს, შესაძლოა, ლარი დოლართან დამატებით 1.6 თეთრით გაუფასურდეს, თუმცა სებ-ი ახალ გაცვლით კურსს ორშაბათამდე არ გამოაქვეყნებს. 

აღსანიშნავია, რომ 30 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. ინტერვენციის შედეგად, ლარი მხოლოდ 0.39 თეთრით გამყარდა.


2021 წელს სებ-მა ჯამში 220 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა აუქციონზე. 2020 წელს კი, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები