ლარის გაუფასურება

60 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ, ლარი მხოლოდ 0.39 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციის შედეგად, ლარი უცხოურ ვალუტებთან მიმართებით მცირედით გამყარდა. 30 სექტემბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1186 შეადგინა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1189 ლარი გახდა, მოქმედი კურსი 3.1228 იყო, ცვლილებამ 0.39 თეთრი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.6098 გახდა, დღევანდელი კურსი 3.6409 ლარი იყო, შესაბამისად, ცვლილება 3.11 თეთრია. 

ლართან მიმართებით გაუფასურდა თურქული ლირა და ბრიტანული ფუნტიც. 

2021 წელს სებ-მა ჯამში 220 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა აუქციონზე. 2020 წელს კი, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები