არჩევნები 2021

პრემიერი სააკაშვილზე: ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის დრო და ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ბინაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ვთქვით, გავაკეთეთ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მიცემის შემდეგ. გუშინ, 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

კომენტარები