კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 826 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.56%-ია

საქართველოში Covid 19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში ჩატარდა 51 248 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 795 პაციენტი.

1 ოქტომბრის დილის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 3.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.93%.

ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია – 596 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 82, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 20 059 საიდანაც, 4 081 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 236 პირი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 616 589, მათგან გამოჯანმრთელდა 587 499, გარდაიცვალა – 9 005.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები