არჩევნები 2021

სააკაშვილი: სილამაზეს რუსი ტურისტებისთვის კი არ ვაკეთებდი, ან თურქებისთვის, ირანელებისთვის

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი. მორჩა, რომ ხალხს აგდებენ ქვეყნიდან. ახლა 50%-ით გაიზარდა აპლიკანტთა რაოდენობა ევროკავშირში, ევროკავშირის მონაცემებით. ეს უნდა დასრულდეს. ამ ყველა ბულვარს, ამ სილამაზეს მე რუსი ტურისტებისთვის კი არ ვაკეთებდი, ან თურქებისთვის, ან ირანელებისთვის. ეს ყველაფერი იყო თქვენთვის, თქვენი წარმატებისთვის და მე არ მინდა, რომ ეს ვინმე სხვას დარჩეს. ძალიან გთხოვთ, იაქტიურეთ. 

თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. 1 ოქტომბერს სააკაშვილმა Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ის ბათუმშია.

კომენტარები