არჩევნები 2021

კუჭავა: სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის Fake ვიდეო

არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. სააკაშვილი საქართველოში არ არის, ვისაც სჯერა გავატაროთ, მაგრამ ეს არის Fake ვიდეო და ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. 

მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, 2 ოქტომბერს, Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის, სავარაუდოდ, ბათუმშია.

კომენტარები