კეზერაშვილის საქმე

თარგამაძე: ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი ქართული ოცნებისადმი არის, რომ თქვენი არ გვეშინია

ხელისუფლების მიზანს და ამოცანას წარმოადგენს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორც ამას გვპირდებიან, არათუ არჩევნები აღარ ჩატარდეს, არამედ პოლიტიკური, პლურალისტური პროცესი საერთოდ მოკვდეს და ამ პოლიტიკის გეგმის ნაწილია რომ ქვეყანაში აღარ არსებობდეს კრიტიკული სატელევიზიო მედია, სივრცე სადაც ხალხი დაიცავს თავს მმართველი კლანისგან, ძარცვისგან და ჩაგვრისგან.

მთელ ამ პროცესში, ტელეკომპანია ფორმულა, რომელიც ამ დღეებში სულ რაღაც 2 წლის ხდება, ასრულებდა, ასრულებს და შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ამ არხის დაფუძნების დღიდან ჰქონდათ დამფუძნებლებს თუ აქ მომუშავე ჟურნალისტებს, იყო და რჩება ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება და ისეთი გარემოს და სივრცის შექმნა სადაც ჩვენ განსხვავებული შეხედულებების მქონე ქართველები და არაქართველები შევძლებთ საერთო დემოკრატიული ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ გამოწვევაზე, ჩემი და ჩემი კოლეგების, პირველ რიგში კი ჟურნალისტების პასუხი ქართული ოცნების მთავრობისადმი არის ის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია, რადგან სასწორზე დევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით ამ თაობის ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც ბევრი რამ გამოვიარეთ და გადავიტანეთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოში სიტყვის თავისუფლება. 

თქვა ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილემ და ტელეწამყვანმა გიორგი თარგამაძემ ტელეკომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

30 სეტქემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით"

კომენტარები