კეზერაშვილის საქმე

მშვენიერაძე: მგონია, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით ფორმულას წილს დააყადაღებენ

იურისტის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, შესაძლოა, ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს საქართველოში ქონებასთან დაკავშირებით ედავონ და ეს ფორმულას წინააღმდეგ იყოს მიმართული, "რომლის სარედაქციო პოლიტიკა ძალიან აღიზიანებს ხელისუფლებას".  

მშვენიერაძის წერს, რომ ჰგონია, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე "რომელიმე დამოუკიდებელი მოსამართლე ტვ ფორმულას წილს დააყადაღებს".

"ამ საქმის გააქტიურება ბოლო პერიოდში, იმ ფონზე, როცა კეზერაშვილის საქმეზე ორჯერ, ორი ინსტანციის სასამართლოში გამოტანილი იყო გაგამართლებელი განაჩენი და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გენერალური პროკურორის დანიშვნის შემდგომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ცხადია, ეჭვი გააჩინა, რომ გარკვეული მიზანმიმართული მოქმედება იქნებოდა ბატონი კეზერაშვილსი წინააღმდეგ. ამას, ძალიან მნიშნელოვანია, რომ წინ უძღვოდა პარლამენტში ბატონი ღარიბაშვილის გამოსვლა, როდესაც მან პირდაპირ დააანონსა, რომ ამ საქმეს "მიეხედებოდა". 

ცხადია, ეჭვი ყველას გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილს ედავონ საქართველოში ქონებასთან დაკავშირებით და ეს დავა მიმართული იყოს ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ, რომლის სარედაქციო პოლიტიკა ძალიან აღიზიანებს ხელისუფლებას. ცხადია, ამ პროგნოზის საფუძველი არსებობს, რა იქნება, ვნახავთ რამდენიმე დღეში. დიდი ხანი დაყოვნება არ იციან ხოლმე ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა".- ამბობს მშვენიერაძე ტაბულასთან ინტერვიუში.  

30 სეტქემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". 

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები