არჩევნები 2021

კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ პირველივე ტურში

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი თბილისელების დახმარებით, აუცილებლად გავიმარჯვებ პირველივე ტურში... მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაო ამ ქალაქისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. მე ახალგაზრდა კაცი ვარ და შრომისმოყვარეობას ჩემი წარმატების ფორმულაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შესაბამისად, არასდროს ყოფილა, რომ კახა კალაძეს შრომა და მუშაობა ეთაკილებოდეს და ახლაც ასე ვარ: ყოველთვის მინდა მეტი და მეტი კარგი პროექტი განვახორციელო. ამით ხომ ადამიანები იღებენ სიამოვნებას?

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

კომენტარები