არჩევნები 2021

გახარია: არავის არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა – არ შეიძლება!

რასაც ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ - დღეიდან ამ ქვეყანაში არავის არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა - არ შეიძლება! პირველი 9 წელი იყო და ერთპიროვნულმა მმართველობამ დაღუპა და მეორე 9 წელია და ამ ერთპიროვნულ მმართველობას მივყავართ უკან, გვაბრუნებენ ნაცურ საქართველოში, სადაც დაბრუნება არ გვინდა! იმიტომ, რომ გვინდა წინსვლა, იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან, უკეთესი და უფრო წარმატებული საქართველო ეკუთვნით და მათ უნდა შექმნან. ამიტომ არის ჩვენს რიგებში ამდენი ახალგაზრდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გამოცდილი, ღვაწლმოსილი ხალხი, მათი გვერდში დგომა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყოველთვის ვამბობდი ხოლმე, რომ ერთი გამოცდილი, ღვაწლმოსილი ადამიანი, 5-6 ახალგაზრდა - ეს ახალგაზრდები უნდა მივაჩვიოთ, რომ თავის სოფელზე და თავის ქალაქზე პასუხისმგებლობა თუ არ აიღეს, მათ გასაკეთებელს სხვა არავინ არ გააკეთებს. ამიტომ, სიაშიც გვეყოლება, მერადაც გვეყოლება, მერის მოადგილეებადაც გვეყოლება ახალგაზრდა ხალხი - მაგრამ ამ ხალხს მასწავლებლად და წინამძღოლად უნდა ჰყავდეთ გამოცდილი, კეთილსინდისიერი, ღვაწლმოსილი ადამიანები.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ფოთის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდა

კომენტარები