არჩევნები 2021

მელია: დარჩენილია მხოლოდ გამარჯვების გაფორმება, როგორც არასდროს ისე ვარ დარწმუნებული

2 ოქტომბერს ქართული ოცნება მარცხდება, მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში. ერთადერთი რაც არის დარჩენილი 2 ოქტომბერს, ეს არის გაფორმება გამარჯვების და როგორც არასდროს ისე ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დარჩეს ადამიანი, რომელსაც არც კი აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები, არც კი ითვალისწინებს. ერთადერთი, ვინც აპირებს, რომ უსამართლოდ და ძალადობით, სხვადასხვა მანიპულაციების გზით არ დადგეს იმდაგვარი შედეგები, როგორი ნებაც არსებობს საზოგადოებაში, ეს არის ქართული ოცნება და ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ შემუშავებული გვაქვს სხვადასხვა მექანიზმები და გათვალისწინებული გვაქვს წინა არჩევნების მანიპულაციები და დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და თბილისში ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 

კომენტარები