ყველა წინასაარჩევნო კვლევა

ყველა წინასაარჩევნო კვლევა

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პორტალზე ტაბულა გთავაზობთ იმ წინასაარჩევნო კვლევების ძირითად მიგნებებს, რომლებიც ამ დრომდე გამოქვეყნდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. მოსახლეობა  64 მერს და ამდენივე საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევს - როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით. ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს.

ტაბულამ შეკრიბა წინასაარჩევნო კვლევების ძირითადი მიგნებები, რომლებიც ამ დრომდე გამოქვეყნდა. 

ფორმულას კვლევა

ტელეკომპანია ფორმულამ წინასაარჩევნო კვლევა Edison Research-ს დაუკვეთა. თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 დღით ადრე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - 36%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27%;
  • გიორგი გახარია  - საქართველოსთვის - 11%;
  • ლეიბორისტული პარტია - 4%;
  • ლელო - 4%;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4%;
  • ევროპული საქართველო - 2%;
  • გირჩი - 2%;
  • მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • ელენე ხოშტარია - დროა - 1%;
  • ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1%;
  • მოქალაქეები - 1%;
  • სხვა - 3%.

კვლევის თანახმადვე, მოსახლეობის 76% არჩევნებში მონაწილეობას "აუცილებლად მიიღებს"; ხოლო 16% არჩევნებში მონაწილეობას "სავარაუდოდ მიიღებს";

კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • კახა კალაძე - 43%;
  • ნიკა მელია - 30%;
  • გიორგი გახარია - 12%;
  • ანა დოლიძე - 6%;
  • ანა ბიბილაშვილი - 3%;
  • სხვა - 6%

კითხვაზე, შენს ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნების კანდიდატი - 43%
  • ოპოზიციის საერთო კანდიდატი - 39%
  • გახარიას პარტია საქართველოსთვის კანდიდატი - 18%;

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული, ხმის მიცემის უფლების მქონე, საქართველოს 1 500 მოქალაქე. ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 

Edison Research-მა კიდევ ერთი კვლევა ფორმულას დაკვეთით 13 აგვისტო-5 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. კომპანიამ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა შემთხვევით შერჩეული, საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.

"დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" - მაშინ Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, ალოკაციით, პარტიული რეიტინგები ასეთი იყო:

  • ქართული ოცნება - 33%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 25%;
  • საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 10%;
  • ლეიბორისტული პარტია - 6%;
  • გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%;
  • ლელო - 3%;
  • ხალხისთვის - ანა დოლიძე - 3%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%;
  • მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 2%;
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2%;
  • ერი - ლევან ვასაძე - 2%;
  • დროა - ელენე ხოშტარია - 1%;
  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%;
  • სხვა - 2%;

კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას მათ ქალაქში, მერის არჩევნები რომ დღეს ჩატარებულიყო (თბილისს გარეთ), მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

  • კანდიდატი ქართული ოცნებიდან  - 35%;
  • ოპოზიციის საერთო კანდიდატი - 33%;
  • გახარია - საქართველოსთვის კანდიდატი - 15%;
  • არცერთი მათგანი - 6%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 11%

მთავარი არხის კვლევა

მთავარი არხისთვის წინასაარჩევნო კვლევა ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა ჩაატარა. კვლევა 26 სექტემბერს გამოქვეყნდა.

კითხვაზე, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 41%-მა კახა კალაძე დაასახელა, ნიკა მელია – 36%-მა, გიორგი გახარია – 13%-მა, ანა დოლიძე – 4%-მა, ანა ბიბილაშვილი – 2%-მა.

Ipsos-ის კვლევის მიხედვითვე, შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 30% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტიას საქართველოსთვის – 9%.

  • ევროპული საქართველო – 4%
  • ხალხისთვის – 4%
  • ლელო – 3%
  • მესამე ძალა – 3%
  • ლეიბორისტული პარტია – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • დროა – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 3%

IPSOS-მა გამოკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

TV იმედის კვლევა

წინასაარჩევნო კვლევა სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს დაუკვეთა. 10-19 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები TV იმედმა არჩევნებამდე 3 დღით ადრე გაასაჯაროვა. კვლევაში ასახულია მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები, რომლებმაც ინტერვიუერს დაუდასტურეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.

Gorbi-ს გამოკითხვის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, კენჭისყრაზე მისულთა 49.6% ქართულ ოცნებას აირჩევდა, რაც გასული თვის იგივე კვლევის შედეგებთან შედარებით 2.4%-ით მეტია. TV იმედის დაკვეთილი კვლევის თანახმად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხმას 25.9% მისცემდა, გიორგი გახარიას პარტიას 5.3%. სხვა პარტიების შედეგები კი, ასე გამოიყურება:

  • პატრიოტთა ალიანსი -  4.1%
  • ევროპული საქართველო - 2.7%
  • ლელო - 2.6%
  • მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2.2%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.8%
  • მოქალაქეები - 1.3%
  • გირჩი - 0.9%
  • სხვა პარტიები - 1.4%

GORBI-ს კვლევითვე, კითხვაზე, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 53.6% კახა კალაძეს (ქართული ოცნება)ასახელებს, ხოლო 27.7% - ნიკა მელიას (ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული კანდიდატი).

  • გიორგი გახარია (საქართველოსთვის) - 6.5%;
  • გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 3.5%,
  • ანა ბიბილაშვილი (ლელო) 3.5%;
  • ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 1.5%;
  • სხვა კანდიდატები - ჯამში 3.7%.

TV იმედის ცნობით, კომპანიამ GORBI საქართველოს 2 000 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხა. რესპონდენტთა შესარჩევად, მკვლევარებმა გამოიყენეს "მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი". ცდომილების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის - +/3.4%-ია.

კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩეველი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი გამოკითხვა. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ციხეში, საავადმყოფოში, ჯარში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. 

კომენტარები