ჯეოსელი

სილქნეტი: ჯეოსელის ქსელში ტექნიკური ხარვეზია – ვცდილობთ დღესვე გამოვასწოროთ

silknet.com

სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტის ინფორმაციით, ჯეოსელის ქსელში ტექნიკური პრობლემაა, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანები მომსახურებას შეფერხებით იღებენ. კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტაბულას უთხრეს, რომ პრობლების დღესვე გამოსწორებას ცდილობენ

"ქსელში ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც ვერ გიწევთ სრულყოფილ მომსახურებას. ბოდიშს ვიხდით შექმნილი უხერხულობისთვის. ტექნიკური პრობლემა მთელი საქართველოს მასშტაბითაა, ვცდილობთ, რომ დღესვე გამოვასწოროთ ეს პრობლემა". – თქვეს კომპანიაში.

კომენტარები