არჩევნები 2021

ვაშაძე: დასავლეთი საქართველოში შუამავლის როლს აღარასოდეს შეასრულებს, პირადად ვიცი

TV1

"ერთი მხრივ,19 აპრილის ხელშეკრულებიდან გამოსვლა, მეორე მხრივ, იმაზე ხელის არმოწერა, დამატებით, რაც მოხდა მოსმენებზე, ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მოკავშირეებთან არის ძალიან სერიოზულად დაზიანებული". - გიორგი ვაშაძის მესამე ძალის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა სერიოზულად არის დაზიანებული და პირადად აქვს მოსმენილი, რომ დასავლელი პარტნიორები შუამავლის როლს აღარასოდეს შეასრულებენ საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში.

"შარლ მიშელის ხელშეკრულების ჩაშლის შემდეგ და, მე ხომ არ ვაზვიადებ, ერთმა ხელი არ მოაწერა, მეორემ ეს საბაბად გამოიყენა ეს მარწუხები და არტახები მოიხსნა სიხარულით, პირობას გაძლევთ არასდროს არავითარ შუამავლის როლს და მე ეს მაქვს პირადად მოსმენილი, აღარასოდეს შეასრულებენ, ვინაიდან ეს ადამიანები არიან შეურაცხყოფილები". - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები