ფეხბურთი

FORBES: რონალდო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელია, მეორე ადგილს მესი იკავებს

Forbes

ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილს პორტუგალიის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნატედის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო იკავებს. შვიდი ნომრის შემოსავალი 125 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან 70 მილიონი ხელფასია, 55 მილიონს ფეხბურთელი რეკლამიდან იღებს. 

რონალდოს 15 მილიონით ჩამორჩება არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი, უკანასკნელს ხელფასი პორტუგალიელზე მაღალი აქვს (75 მილიონი), მაგრამ რეკლამიდან ნაკლებ მოგებას ნახულობს(35 მილიონი).

მესამე-მეოთხე ადგილებს მესის თანაგუნდელები ბრაზილიელი ნეიმარი და ფრანგი კილიან მბაპე ინაწილებენ. ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების ათეული კი ასე გამოიყურება:

კრიშტიანო რონალდო – 125 მილიონი

ლიონელ მესი – 110 მილიონი

ნეიმარი – 95 მილიონი

კილიან მბაპე – 43 მილიონი

მოჰამედ სალაჰი – 41 მილიონი

რობერტ ლევანდოვსკი – 35 მილიონი

ანდრეს ინიესტა – 35 მილიონი

პოლ პოგბა – 34 მილიონი

გარეთ ბეილი – 32 მილიონი

ედენ აზარი – 29 მილიონი

 

კომენტარები