არჩევნები 2021

კუჭავა ბანერებზე: სიძულვილის ენა არაა ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული

მეც ვთვლი რომ არ არის სწორი. აცრა ის პრობლემაა, ვაქცინაცია ის საკითხია, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ მობილიზებული და გაერთიანებული. შეიძლება სხვა ადგილი გამოიყენონ თუ სურვილი აქვთ. ზოგადად, ვთვლი, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას აბსოლუტურად ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზემსჯელობაზე და ა.შ ურთიერთობაზე იქნება ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი.

მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება საჯაროდ, ბანერებით მით უმეტეს არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული. 

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ეხმაურება გაკრულ ბანერებს, რომლებზეც ოპოზიციის წევრები და კრიტიკული მედიის მენეჯერები არიან გამოსახული.  ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა. 

კომენტარები