20 ივნისი

ბოკერია 20 ივნისზე: ღარიბაშვილმა პირდაპირ უთხრა ხალხს, რომ გუშინ გატყუებდითო

ურთიერთობა დღევანდელი ივანიშვილის გარემოცვის, ამ რეჟიმის, გახარიასი, რომელიც იმავე რეჟიმის პროდუქტია, ერთმანეთთან დასტურია იმ გახრწნის, რომელსაც უქადის ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანას.  მოსულა, გუშინ რასაც ამბობდი ადამიანზე, დღეს გადათქვა და თან უთხრა პირდაპირ ხალხს, რომ გუშინ გატყუებდითო. ამ ნიაღვარით გადაფარო სიმართლე და დაამკვიდრო უზნეობა, როგორც სტანდარტი, ამის მაგალითია ღარიბაშვილსა და გახარიას შორის აზრების ურთიერთგაცვლა. იმ ამბავზე, რომელზეც წინ გადაეფარნენ, რომლის თანამონაწილეებიც ყველანი იყვნენ, დღეს ამხელს. ეს ამხელს იმათ, რომ მაშინ გატყუებდით, როცა გეუბნებოდით, რომ თანაგუნდელები იყვნენ.

გულწრფელ უთანხმოებას კი არ აქვს ადგილი, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხებზე, უბრალოდ ერთმანეთში პერსონალური დაპირისპირებაა და ამ დაპირისპირებაში არც პოლიტიკურ ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა, არც ქვეყნის მომავალზე რამე ხედვას, უბრალოდ, ცილისწამებისა და სიბინძურის ნიაღვარს ამ ჭაობში უნდა რომ ჩაგვაფლოს და ამიტომ უნდა დავამარცხოთ მთლიანად რეჟიმი ამ არჩევნებზე მისვლით, ეს არის ევროპული საქართველოს ამოცანა. არაფერი სათქმელი ამ რეჟიმს და ამ კაცს გარდა იმ გზავნილისა, რომ ჩვენ ასე ვაპირებთ ამ პუტინისტურ ჭაობში ჩაგახრჩოთ და ჩვენ ვიყოთ, მე ვიყო ძალაუფლებაში, არ აქვთ. ამისთვის იყენებს ყველა ამ მეთოდს. ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა ამ არჩევნებზე.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშილის სიტყვებს, რომ 2019 წლის 20 ივნისს მაშინდელმა შსს-ს მინისტრმა, გიორგი გახარიამ "უდანაშაულო ადამიანების თვალები დათხარა" და სწორედ ეს იყო მისი ხელწერა.

კომენტარები