20 ივნისი

ღარიბაშვილი 20 ივნისზე: უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, ეს არის გახარიას ხელწერა

კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ვინ აკონტროლებს საზღვარს? შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვის უნდა გაეკონტროლებინა, ეს კაცი იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას უნდა შეესწავლა, ბუნებრივია. ხოჯევანიშვილი იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მაშინ. გახარიას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, იყო ვიცეპრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამხელა ფასი გადავიხადეთ.

დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან დეტალურად ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს – პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ჭიშკარი ისეა, გამორიცხულია, რომ შეანგრიო და შეხვიდე, გამორიცხულია, ადამიანებს ვგულისხმობ. მე ეს კითხვა მას დავუსვი, როცა იყო ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა. რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები, რატომ აცემინეს 3 საათის განმავლობაში ამ აგრესიულ ბრბოს, ნაცმოძრაობას, და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით. მე პარტიის ოფისში ვიყავი ღამით, ყველანი. ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი, დაუშინეს შემდეგ და, მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის მისი ხელწერა და ეს არის მისი მართვა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები