ფარული მოსმენები

ჯაფარიძე: პარტნიორები გვეუბნებოდნენ, ინსტიტუტებით გვებრძოლა – დაინახეს, რომ არ არსებობს

[საერთაშორისო პარტნიორები] კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, არ ვიცი, მაგრამ სინამდვილეში მოხდა ის, რომ რაღაცნაირად ფარდა აეხადა ყველაფერს. მათაც დაინახეს სინამდვილეში როგორ იმართება ეს ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვუხსნიდით, მათი წარმოდგენა მაინც იყო, რომ აქ რაღაც მასშტაბის დემოკრატია მაინც არის ჩანასახში. შარშანდელი არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენ ვეუბნებოდით, რომ გაყალბდა, გვეუბნებოდნენ, ინსტიტუტების გამოყენებით, სასამართლოთი გააგრძელეთ ბრძოლაო. ვეუბნებოდით, რომ არ იღებენ საჩივრებს, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მაინც სულ ამბობდნენ, რომ ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, სხვა გზა არ არის, ასე უნდა ქნათ. მათ შორის, სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს მოვაწერდით, პარლამენტში შედითო რატომ ამბობდნენ – იმიტომ, რომ გეუბნებოდნენ, ინსტიტუტების გამოყენებით გააგრძელეთ ბრძოლაო, შედი და შიგნიდან იბრძოლე.

სინამდვილეში რაც მოხდა ახლა ამ ჩანაწერების გაჟონვის შედეგად არის ის, რომ მათაც ცალსახად დაინახეს, არანაირი ინსტიტუტები არ არსებობს. ჩვენ უბრალოდ კი არ ვამბობდით ამას, არ არსებობს. ეს ქვეყანა არ იმართება ინსტიტუტებით. პარლამენტი არ არის პარლამენტი, პრემიერი არ არის პრემიერი, არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ არის. არის რაღაც სუს-ი, ვაჟაზე და იმ შენობაში არის თავმოყრილი ყველაზე და ყველაფერზე და იმართება ქვეყანა ასე ინდივიდუალურ დონეზე, ეს იქნება სასულიერო პირები, ჟურნალისტები, არასამთავრობოები თუ პოლიტიკოსები, ყველაზე არსებობს შანტაჟის და ზეწოლის მექანიზმი. უბედურება ის არის, რომ ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, რუსების ხელშიც არის. ამას აეხადა ფარდა. ახლა საუბარი იმაზე, რომ პარლამენტში შედი, იქ რაღაც ქენი, აქ რაღაც ქენი, აზრს მოკლებულია.

თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ მასალებზე საუბრისას.

კომენტარები