ფარული მოსმენები

ლილუაშვილი: გაეროს გენერალურ მდივანს თუ უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?

ვინ გამოვიძიო ახლა, რომელი კომპანიის თუ კერძო იმის ოფისში დავიწყოთ გამოძიება, თუ რომელ ქვეყანაში, საიდან მოხდა მოსმენა, სად წავიდეთ, რომელ სამსახურს მივმართოთ, კვალი სადაა - პოლონეთია, ანტარქტიდა, ავსტრალია, თუ სად წავიდეთ. მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა, გავრცელებული ჩანაწერები არის ძალიან პრიმიტიულ დონეზე, ძალიან ღია ტექსტებით გამოხატული ურთიერთობა, რომელიც არ უკავშირდება არც დანაშაულს, არც ზეგავლენებს და ა.შ. რავიცი, გაეროს გენერალურ მდივანს თუ უსმენენ, ბიძინა ივანიშვილს რატო ვერ მოუსმენენ, არ არის ამაში ლოგიკა?

ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი.

25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. 

კომენტარები