არჩევნები 2021

მთავრობამ წინასაარჩევნოდ 420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ბინები გადასცა

საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნოდ 420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ბინები გადასცა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა.

მთავრობამ 560 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსიდან 140 ბინა დევნილ ოჯახებს 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც, 2 სექტემბერს გადასცა.

"2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე 27 000 ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ ფართები, საცხოვრებელი ბინები, ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, დევნილებს. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ მძიმე პირობებში უწევდათ ამ ადამიანებს, ამ ოჯახებს ცხოვრება და, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მაგრამ მთავრობამ ღირსეულად უპასუხა და შეუქმნა ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჩვენს იძულებით და დროებით გადაადგილებულ პირებს". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბინები წყალტუბოში. 

კომენტარები