პუტინის რუსეთი

ვოლოდინი: დასავლეთი ავიწროებს რუსეთს, რომელიც დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავს

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი იცავს საკუთარ დამოუკიდებლობასა და უფლებას, თავისუფალი იყოს კოლექტიური დასავლეთის შევიწროებისგან.

"მომავალი მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოებს შეიძლება ჰქონდეთ. სწორია ამის ხაზგასმა და გამეორება. ჩვენი ქვეყანა იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და უფლებას, იყოს თავისუფალი. სწორედ ამას ავიწროებს კოლექტიური დასავლეთი და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით ქვეყნის განვითარება შეაფერხოს." – თქვა მან. 

ვოლოდინის მიხედვით, რუსეთს წინააღმდეგ სანქციების რიცხვმა 32 000-ს გადააჭარბა: "გარე წინააღმდეგობისა რუსეთის განადგურებისა და ჩვენი ეკონომიკის დანგრევის სურვილის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა ვითარდება და ყველა სოციალური გარანტია ადგილზეა." – დაამატა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა. 

ცნობისთვის, 23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც დამატებით 32 რუსულ ბანკს, კრიპტოფირმებს, ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებსა და კიდევ 200-ზე მეტ სუბიექტს შეეხო.

კომენტარები